დმიტრო კულება - მსოფლიომ მძიმე დარტყმა უნდა მიაყენოს რუსეთის ეკონომიკას ყველა იმ დანაშაულისთვის, რაც ჩაუდენია და რის ჩადენასაც აპირებს
დმიტრო კულება - მსოფლიომ მძიმე დარტყმა უნდა მიაყენოს რუსეთის ეკონომიკას ყველა იმ დანაშაულისთვის, რაც ჩაუდენია და რის ჩადენასაც აპირებს

დიპლომატია არის გეგმა „ა“, მაგრამ ის წარუმატებელი თუ იქნება, ვიბრძოლებთ ჩვენი მიწის ყველა სანტიმეტრისთვის, – განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, ენტონი ბლინკენთან ერთად გამართულ ბრიფინგზე.

დმიტრო კულებამ საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა, რომ რუსეთის ეკონომიკას სერიოზული დარტყმა მიაყენონ.

„მსოფლიომ ყველა შესაძლო ხერხით მძიმე დარტყმა უნდა მიაყენოს რუსეთის ეკონომიკას ყველა იმ დანაშაულისთვის, რაც აქამდე ჩაუდენია და რის ჩადენასაც სამომავლოდ აპირებს“, – განაცხადა კულებამ.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინის შეჩერება ჯერ კიდევ შესაძლებელია.

„უკრაინას მყარად სჯერა, რომ ახლა სანქციების დრო არის. რაც პუტინს შეაჩერებს, არის ჩვენი ერთიანობა და სიმტკიცე“, – განაცხადა დმიტრო კულებამ.