დმიტრო კულება - მშვიდობა უნდა იყოს სამართლიანი და ხანგრძლივი, ომის უბრალოდ შეჩერებით და იმის იმედით, რომ აგრესორი მოწყალე აღმოჩნდება, რათა საბოლოოდ მშვიდობა აირჩიოს, რეალისტური გეგმა არ არის
დმიტრო კულება - მშვიდობა უნდა იყოს სამართლიანი და ხანგრძლივი, ომის უბრალოდ შეჩერებით და იმის იმედით, რომ აგრესორი მოწყალე აღმოჩნდება, რათა საბოლოოდ მშვიდობა აირჩიოს, რეალისტური გეგმა არ არის

სისხლმდენი ჭრილობა ევროპის შუაგულში, – ასე შეაფასა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომი.

შეხვედრას, რომელიც სწორედ ომის ორი წლისთავთან დაკავშირებით გაიმართა, ასევე ესწრებოდნენ პოლონეთის, გაერთიანებული სამეფოსა და რუსეთის წარმომადგენლებიც.

„ამ ორ წელიწადში გლობალური უსაფრთხოება მხოლოდ გაუარესდა. მთელ მსოფლიოში ხურდება სულ უფრო მეტი ომი და კონფლიქტი. ამის ერთ-ერთი მიზეზი კი ევროპის შუაგულში არსებული სისხლმდენი ჭრილობაა. სამწუხაროდ, რუსეთი იგნორირებას უკეთებს მსოფლიო უმრავლესობის ნებას. ის განაგრძობს აგრესიას და სულ უფრო მეტ ადამიანს ისვრის ომის ქარცეცხლში.

არცერთ ერს არ სურს მშვიდობა ისე, როგორც უკრაინას. ჩვენი ქვეყანა ძალიან იტანჯება, თუმცა ასევე ვიცით, რომ მშვიდობა უნდა იყოს სამართლიანი და ხანგრძლივი. ომის უბრალოდ შეჩერებით და იმის იმედით, რომ აგრესორი საკმარისად მოწყალე აღმოჩნდება, რომ საბოლოოდ მშვიდობა აირჩიოს, რეალისტური გეგმა არ არის. ვინც ამბობს, რომ უკრაინამ უნდა მოილაპარაკოს რუსეთთან და დაასრულოს ომი, ან ცუდად ინფორმირებულია, ან არასდროს მიუდევნებია თვალი, თუ რა ხდებოდა 2014-2022 წლებში“, – განაცხადა დმიტრო კულებამ.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე მოუწოდა გაერო-ს, მეტად იაქტიუროს რუსეთის მიერ ქვეყნიდან გაყვანილი უკრაინელი ბავშვების დასაბრუნებლად და მძევლების გასათავისუფლებლად.

„უკრაინელი ბავშვების მოტაცება და მშვიდობიანი პირების მძევლად აყვანა რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე საშინელი დანაშაულია“, – განაცხადა კულებამ.