დმიტრო კულება - მადლიერი ვართ ყველა ქვეყნის, რომლებმაც მხარი დაუჭირეს გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოში რუსეთის წევრობის შეჩერებაზე რეზოლუციას და ისტორიის სწორი მხარე აირჩიეს
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოში რუსეთის წევრობის შეჩერებას სოციალური ქსლის მეშვეობით ეხმაურება.
როგორც კულება წერს, სამხედრო დამნაშავეების ადგილი არ არის გაერო-ს იმ ორგანოში, სადაც ადამიანის უფლებებს იცავენ.
„გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოში რუსეთს წევრობა შეუჩერეს. სამხედრო დამნაშავეების ადგილი გაერო-ში იმ ორგანოში, სადაც ადამიანის უფლებებს იცავენ, არ არის. მადლიერები ვართ ყველა იმ ქვეყნის, რომლებმაც მხარი დაუჭირეს რეზოლუციას და ისტორიის სწორი მხარე აირჩიეს“, – წერს დმიტრო კულება.
93 მომხრე ხმით 24-ის წინააღმდეგ გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოში რუსეთის წევრობის შეჩერების შესახებ რეზოლუცია მიიღეს. რეზოლუციის მხარდამჭერთა შორის იყო საქართველო.
იმ ქვეყნებს შორის, რომლებმაც მხარი არ დაუჭირეს გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოში რუსეთის წევრობის შეჩერებას, არიან: ბელარუსი, ჩრდილოეთ კორეა, ჩინეთი, ირანი, ყირგიზეთი, ბოლივია. კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა 58 წევრმა.