დმიტრო კულება – მადლიერი ვართ ყველა ქვეყნის, რომლებმაც მხარი დაუჭირეს გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოში რუსეთის წევრობის შეჩერებაზე რეზოლუციას და ისტორიის სწორი მხარე აირჩიეს
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოში რუსეთის წევრობის შეჩერებას სოციალური ქსლის მეშვეობით ეხმაურება.
როგორც კულება წერს, სამხედრო დამნაშავეების ადგილი არ არის გაერო-ს იმ ორგანოში, სადაც ადამიანის უფლებებს იცავენ.
„გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოში რუსეთს წევრობა შეუჩერეს. სამხედრო დამნაშავეების ადგილი გაერო-ში იმ ორგანოში, სადაც ადამიანის უფლებებს იცავენ, არ არის. მადლიერები ვართ ყველა იმ ქვეყნის, რომლებმაც მხარი დაუჭირეს რეზოლუციას და ისტორიის სწორი მხარე აირჩიეს“, – წერს დმიტრო კულება.
93 მომხრე ხმით 24-ის წინააღმდეგ გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოში რუსეთის წევრობის შეჩერების შესახებ რეზოლუცია მიიღეს. რეზოლუციის მხარდამჭერთა შორის იყო საქართველო.
იმ ქვეყნებს შორის, რომლებმაც მხარი არ დაუჭირეს გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოში რუსეთის წევრობის შეჩერებას, არიან: ბელარუსი, ჩრდილოეთ კორეა, ჩინეთი, ირანი, ყირგიზეთი, ბოლივია. კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა 58 წევრმა.
Russia’s rights of membership in the UN Human Rights Council has just been suspended. War criminals have no place in UN bodies aimed at protecting human rights. Grateful to all member states which supported the relevant UNGA resolution and chose the right side of history.
— Dmytro Kuleba (@DmytroKuleba) April 7, 2022