დმიტრო კულება - თავდასხმა მთავარ პორტზე, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მსოფლიო სასურსათო უსაფრთხოებისთვის, არის თავდასხმა გლობალურ საზოგადოებაზე
ისტორიაში ყველაზე დიდი თავდასხმა მთავარ პორტზე, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მსოფლიო სასურსათო უსაფრთხოებისთვის, არის თავდასხმა მთელ გლობალურ საზოგადოებაზე, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა.
კულებას თქმით, „რუსული რაკეტები კლავენ ადამიანებს და ანადგურებენ იუნესკოს მიერ დაცულ სალოცავ ადგილებს ოდესაში“.
„ისტორიაში ყველაზე დიდი თავდასხმა მთავარ პორტზე, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მსოფლიო სასურსათო უსაფრთხოებისთვის, არის თავდასხმა მთელ გლობალურ საზოგადოებაზე. მოვუწოდებ ყველა სახელმწიფოს და ორგანიზაციას დაგმონ ეს ბარბაროსული ომის დანაშაული“, – განაცხადა დმიტრო კულებამ.