დმიტრო კულება – თავდასხმა მთავარ პორტზე, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მსოფლიო სასურსათო უსაფრთხოებისთვის, არის თავდასხმა გლობალურ საზოგადოებაზე
ისტორიაში ყველაზე დიდი თავდასხმა მთავარ პორტზე, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მსოფლიო სასურსათო უსაფრთხოებისთვის, არის თავდასხმა მთელ გლობალურ საზოგადოებაზე, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა.
კულებას თქმით, „რუსული რაკეტები კლავენ ადამიანებს და ანადგურებენ იუნესკოს მიერ დაცულ სალოცავ ადგილებს ოდესაში“.
„ისტორიაში ყველაზე დიდი თავდასხმა მთავარ პორტზე, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მსოფლიო სასურსათო უსაფრთხოებისთვის, არის თავდასხმა მთელ გლობალურ საზოგადოებაზე. მოვუწოდებ ყველა სახელმწიფოს და ორგანიზაციას დაგმონ ეს ბარბაროსული ომის დანაშაული“, – განაცხადა დმიტრო კულებამ.
Barrages of Russian missiles kill people and ruin iconic sites in UNESCO-protected Odesa. The largest-ever attack on a major port vital for world food security is an attack on the entire global community. I urge all states and organisations to condemn this barbaric war crime. pic.twitter.com/8ab27Y0D4A
— Dmytro Kuleba (@DmytroKuleba) July 23, 2023