დმიტრო კულება აცხადებს, რომ წარმატებული კონტრშეტევისთვის უკრაინას მეტი ავიაცია და საბრძოლო მასალა სჭირდება
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება აცხადებს, რომ წარმატებული კონტრშეტევისთვის უკრაინელებს მეტი ავიაცია და საბრძოლო მასალა სჭირდებათ.
მისი თქმით, „რუსეთის ციდან გადაგდება“ მეორე ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევაა საარტილერიო საბრძოლო მასალის მიწოდების შემდეგ.
„კონტრშეტევის ყველაზე დიდი გამოწვევა არის საარტილერიო საბრძოლო მასალის სტაბილურად და დროულად მიწოდება, ხოლო მეორე პრობლემა რუსეთის საჰაერო დომინირებაა“, – აღნიშნავს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი.
კულებამ აღნიშნა, რომ თუ უკრაინის შედეგები დასავლეთში წარმატებულად არ აღიქმება, მაშინ გაძლიერდება მათი ხმები, ვინც დაჟინებით ითხოვს მოლაპარაკებებს.