დმიტრი კულება - ჩრდილოეთ მაკედონია გახდა 36-ე ქვეყანა, რომელიც მხარს უჭერს უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დანაშაულისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნას
ჩრდილოეთ მაკედონია გახდა 36-ე ქვეყანა, რომელიც მხარს უჭერს უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დანაშაულისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნას, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება საკუთარ „ტვიტერის“ გვერდზე წერს.
„ვაფასებ, რომ ჩვენი მაკედონელი მეგობრები შემოუერთდნენ ჩვენს ბრძოლას სამართლიანობისთვის. სპეცილური ტრიბუნალის მხარდაჭერა სულ უფრო იზრდება“, – აღნიშნავს დმიტრო კულება.
უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა რამდენიმე დღის წინ კიშინიოვში ვიზიტისას დაადასტურა, რომ აღნიშნულ ტრიბუნალში გაწევრიანების გადაწყვეტილება მოლდოვის ხელისუფლებამაც მიიღო.