დმიტრი კულება – ჩრდილოეთ მაკედონია გახდა 36-ე ქვეყანა, რომელიც მხარს უჭერს უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დანაშაულისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნას
ჩრდილოეთ მაკედონია გახდა 36-ე ქვეყანა, რომელიც მხარს უჭერს უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დანაშაულისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნას, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება საკუთარ „ტვიტერის“ გვერდზე წერს.
„ვაფასებ, რომ ჩვენი მაკედონელი მეგობრები შემოუერთდნენ ჩვენს ბრძოლას სამართლიანობისთვის. სპეცილური ტრიბუნალის მხარდაჭერა სულ უფრო იზრდება“, – აღნიშნავს დმიტრო კულება.
უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა რამდენიმე დღის წინ კიშინიოვში ვიზიტისას დაადასტურა, რომ აღნიშნულ ტრიბუნალში გაწევრიანების გადაწყვეტილება მოლდოვის ხელისუფლებამაც მიიღო.
North Macedonia has become the 36th country to join the collation on the establishment of a Special tribunal for the crime of aggression against Ukraine. I appreciate our Macedonian friends joining our fight for justice. Support for the Special Tribunal keeps gaining steam.
— Dmytro Kuleba (@DmytroKuleba) April 28, 2023