დმანისის საკრებულოს თავმჯდომარედ პაატა ყულიაშვილი აირჩიეს
დმანისის საკრებულოს თავმჯდომარედ პაატა ყულიაშვილი აირჩიეს

დმანისის საკრებულოს თავმჯდომარედ მმართველი პარტიის დეპუტატი პაატა ყულიაშვილი აირჩიეს. სხდომას ესწრებოდნენ „ქართული ოცნების“ 15 დეპუტატი და „ნაციონალური მოძრაობის“ ერთი წევრი რამიზ რამაზანოვი. ყულიაშვილს 16-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

დღესვე, საკრებულომ თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობაზე რამიზ რამაზანოვი აირჩიეს.

რამაზანოვმა დღეს სხდომის დაწყებამდე განაცხადა, რომ საკრებულოში დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით გააგრძელებს მუშაობას და აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ბოიკოტს არ უერთდება. მან განაცხადა, რომ მოსახლეობის ნდობით მოპოვებულ მანდატს გამოიყენებს.

გასულ კვირას საკრებულოს სხდომა კვორუმის არარსებობის გამო ჩაიშალა. სხდომას მხოლოდ „ქართული ოცნების“ 15 დეპუტატი ესწრებოდა, კვორუმისთვის კი, 16 დეპუტატის მონაწილეობა იყო საჭირო.

დმანისის საკრებულოში 15 დეპუტატი „ქართულ ოცნებას“, 13 „ნაციონალურ მოძრაობას“, ერთი პარტია „პროგრესს“ ჰყავს, ერთი კი დამოუკიდებელი დეპუტატია.