წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ პარტია „საქართველოსთვის“ წევრი აირჩიეს
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ პარტია „საქართველოსთვის“ წევრი აირჩიეს

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულომ თავმჯდომარედ პარტია „საქართველოსთვის“ წევრი, კორნელი სალია აირჩია. ის ერთადერთი კანდიდატი იყო ამ პოსტზე. კორნელი სალიას 14-მა დეპუტატმა მისცა ხმა.

თავმჯდომარის არჩევნებში ფრაქცია „ქართული ოცნების“  წევრებს მონაწილეობა არ მიუღიათ. არჩევის შემდეგ კი მათ სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს.

დღევანდელ სხდომას საკრებულოს 27 წევრიდან 24 ესწრებოდა. თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 15-მა დეპუტატმა, მათგან 14-მა გახარიას პარტიის კანდიდატს დაუჭირა მხარი.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში „ნაციონალურ მოძრაობას“ 11 მანდატი აქვს, ასევე 11 მანდატი აქვს „ქართულ ოცნებას“, პარტიას „საქართველოსთვის“ ჰყავს სამი წევრი, ერთი „ლელოს“ და ერთი დამოუკიდებელი წევრია.