არკადი ბაბჩენკო უკრაინის მოქალაქეობის მიღებას დათანხმდა. როგორც რუსმა ჟურნალისტმა კოლეგებთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, პეტრო პოროშენკოს ადმინისტრაციამ მას უკრაინის მოქალაქეობის მიღება და ამ საკითხში დახმარების გაწევა შესთავაზა.
„მოქალაქეობის მიღებასთან დაკავშირებით საუბარი ნამდვილად შედგა. გულწრფელად ვიტყვი, რომ უარი არ მითქვამს“, – განაცხადა ბაბჩენკომ.
რუს ჟურნალისტს უკრაინაში მუდმივი ცხოვრების უფლება უკვე აქვს. იმავე დოკუმენტების მიღებას ახლა მისი ოჯახის წევრები ცდილობენ.
შეგახსენებთ, არკადი ბაბჩენკოს მკვლელობის შესახებ ინფორმაცია 29 მაისს გავრცელდა. 30 მაისს კი არკადი ბაბჩენკო უკრაინელი სამართალდამცავების ბრიფინგზე მივიდა. ქვეყნის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს გადაწყვეტილებით, ჟურნალისტს 24-საათიანი დაცვა დაუნიშნეს.
ავტორი -
გვანცა ფოცხვერია