ჟურნალისტებს იმ კორპუსის სადარბაზოში შესვლის უფლება მისცეს, სადაც გუგეშაშვილებს თავს დაესხნენ [ფოტოები]
სამართალდამცველებმა ჟურნალისტებს იმ კორპუსის სადარბაზოში შესვლის უფლება მისცეს, სადაც დოდო გუგეშაშვილი დაჭრეს, ხოლო თავის შვილი გრიგოლ გუგეშაშვილი მოკლეს.
მედიის წარმომადგენლებმა გადაიღეს სადარბაზო და გუგეშაშვილების ბინის კარი, რომელიც მკვლელობის შემდეგ დაილუქა.
მანამდე პირველი არხის ჟურნალისტიმა, თეონა ხუბულავამ გადაიღო ექსკლუზიური ფოტო და ვიდეომასალა კორპუსში, სადაც გუგეშაშვილებზე თავდასხმა მოხდა.
აფხაზეთის ომის ვეტერანს, შეიარაღებული ძალების თადარიგის პოლკოვნიკ დოდო გუგეშაშვილსა და მის შვილს გრიგოლ გუგეშაშვილს ცეცხლსასროლი იარაღიდან დიღმის მასივში, მათსავე საცხოვრებელ ბინაში დღეს დილით ესროლეს. შვილი ადგილზე გარდაიცვალა, დოდო გუგეშაშვილი კი მძიმე მგდომარეობაში ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს.
შსს-ს ცნობით, გამოძიება განზრახ მკვლელობის და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 19-109-ე მუხლებით.