ჟოზეფ ბორელი - რუსეთი წლებია, ევროპის უსაფრთხოებას ძირს უთხრის, მისი სამხედრო გაძლიერება მას შემდეგ დაიწყო, რაც ყირიმში, დონბასსა და საქართველოში ძალა გამოიყენა
ეს კრიზისი გასული წლის დეკემბერში არ დაწყებულა, რუსეთი ევროპის უსაფრთხოებას ძირს წლებია, უთხრის. მისი სამხედრო გაძლიერება მას შემდეგ დაიწყო, რაც ყირიმში, დონბასსა და საქართველოში ძალა გამოიყენა, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.
მისი თქმით, კრიზისი არ არის მხოლოდ უკრაინისა და ევროპის უსაფრთხოების წესრიგზე. რუსეთი ცდილობს დროის დაბრუნებას და გავლენის სფეროების აღდგენას.
„ჩვენ ამას ვერ დავუშვებთ, ეს არ არის ამ საუკუნის კონცეფცია“, – განაცხადა ბორელმა.
ევროკავშირის უმაღლესი კომისრის განცხადებით, ორგანიზაციას ორი პრიორიტეტი აქვს – დიპლომატია და შეკავება. ბორელის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებებს დაიწყებს, ევროკავშირი მოსკოვის წინააღმდეგ მკაცრ სანქციებს აამოქმედებს.