ჯოზეფ ბორელი - ევროკავშირის წევრობა არის ის, რაც დაგვიანდება მრავალი წლით, პასუხი უნდა გვქონდეს უახლოეს საათებზე და არა მომავალ წლებზე, უკრაინას აშკარად აქვს ევროპული პერსპექტივა, მაგრამ ახლა ჩვენ აგრესიას უნდა ვებრძოლოთ
წევრობა არის ის, რაც დაგვიანდება ნებისმიერ შემთხვევაში მრავალი წლით. პასუხი უნდა გვქონდეს უახლოეს საათებზე და არა მომავალ წლებზე, – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომელმაც უპასუხა ჟურნალისტის კითხვას უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.
ბორელის თქმით, უკრაინას აშკარად აქვს ევროპული პერსპექტივა, მაგრამ ახლა აგრესიას უნდა ებრძოლონ და უფრო პრაქტიკულ საკითხებზე იმუშაონ.
„დღეს ეს არ არის დღის წესრიგში, დამიჯერეთ, უფრო პრაქტიკული საკითხები უნდა გავაკეთოთ. წევრობა არის ის, რაც დაგვიანდება ნებისმიერ შემთხვევაში მრავალი წლით. პასუხი უნდა გვქონდეს უახლოეს საათებზე და არა მომავალ წლებზე. უკრაინას აშკარად აქვს ევროპული პერსპექტივა, მაგრამ ახლა ჩვენ აგრესიას უნდა ვებრძოლოთ და მსოფლიომ არ უნდა დაუშვას, ძლიერმა ქვეყანამ გაანადგუროს მეზობელი თავისი სამხედრო შესაძლებლობების გამოყენებით. ეს ჯუნგლების კანონია, ეს უფრო ძლიერის კანონია – „მე ძლიერი ვარ და მოგკლავ“, მე ვაწესებ ჩემ კანონს, ეს ჯუნგლების კანონია და ჩვენთვის, ევროპისთვის ეგზისტენციალური საფრთხეა. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს შევაჩეროთ“, – აღნიშნა ჯოზეფ ბორელმა.