ჯოზეფ ბორელი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებზე - აღარანაირი შოპინგი მილანში, წვეულებები სენ-ტროპეში, ბრილიანტები ანტვერპენში და ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია
აღარანაირი შოპინგი მილანში, წვეულებები სენ-ტროპეში, ბრილიანტები ანტვერპენში და ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია, – ასე გამოეხმაურა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისარი ჯოზეფ ბორელი რუსეთისთვის სანქციების დაწესების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას.
ევროკავშირი რუსეთს სანქციებს უწესებს. ჯოზეფ ბორელის თქმით, სანქციები უწესდება რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ოკუპირებული დონბასისა და ლუგანსკის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებას.
ასევე, სანქციები უწესდება 27 რუს ფიზიკურ და იურიდიულ პირს, აგრეთვე ბანკებს, თავდაცვის სექტორს და იზღუდება რუსეთის წვდომა ევროპის საფინანსო ბაზრებზე.