ევროკავშირი რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, ასევე 27 ფიზიკურსა და იურიდიულ პირს სანქციებს უწესებს
ევროკავშირი რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, ასევე 27 ფიზიკურსა და იურიდიულ პირს სანქციებს უწესებს

ევროკავშირი რუსეთს სანქციებს უწესებს. საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის თქმით, სანქციები უწესდება რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ოკუპირებული დონბასისა და ლუგანსკის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებას. ამის შესახებ „როიტერი“ წერს.

ასევე, სანქციები უწესდება 27 რუს ფიზიკურ და იურიდიულ პირს, ასევე ბანკებს, თავდაცვის სექტორს და იზღუდება რუსეთის წვდომა ევროპის საფინანსო ბაზრებზე.

„სანქციების ეს პაკეტი, რომელიც ერთსულოვნად მივიღეთ, რუსეთს დააზარალებს, ძალიან დააზარალებს“, – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.