მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის ჟინვალის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების გამო ჩაკეტილი გზა გაიხსნა.
ამასთან, როგორც პირველ არხს საგზაო დეპარტამენტში განუცხადეს, შეზღუდვები კვლავ რჩება გუდაურის მიმართულებით და მხოლოდ ჟინვალთან გაუქმდა.
როგორც პირველი არხის კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, პოლიცია მოქალაქეებს გუდაურის მიმართულებით ტრანსპორტით გადაადგილების საშუალებას არ აძლევდა, რასაც მოქალაქეების პროტესტი მოჰყვა.
ანანურის, სხვა ახლომბდებარე დასახლებების მცხოვრებლები და მგზავრები პოლიციის მიერ გადაადგილების აკრძალვას აპროტესტებდნენ.