ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზის 90-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის 90-ე კმ-ზე (გუროს კლდეები) ძლიერი წვიმის შედეგად ჩამოიშალა კლდის მასა, რის გამოც დროებით აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
ამ დროისთვის მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.