„ბარსელონას“ მცველმა ჟერარ პიკემ, შესაძლოა, ორიდან ექვს თვემდე გამოტოვოს მუხლის მყესების დაზიანების გამო. ფეხბურთელმა ეს ტრავმა „ატლეტიკოსთან“ (0:1) ბოლო ტურის მატჩში მიიღო, – წერს ინტერნეტ-გამოცემა Sport.es.
პიკემ მოედანი 62-ე წუთზე დატოვა „ატლეტიკოს“ ნახევარმცველთან ანხელ კორეასთან შეჯახების გამო. მატჩის შემდეგ “ბარსელონამ“ გამოაცხადა, რომ მცველს მარჯვენა მუხლის მყესები აქვს დაჭიმული.
თუ პიკეს ოპერაცია დასჭირდება, ის ოთხიდან ექვს თვემდე გამოტოვებს. თუ ის თავიდან აიცილებს ქირურგიულ ჩარევას, მაშინ პიკე შეძლებს ორ თვეში მინდორზე დაბრუნებას.