ჟენევის საერთაშორისო აეროპორტი უამინდობის გამო დროებით დაიხურა.
ადმინისტრაცია მგზავრებს მოუწოდებს, არ გამოცხადდნენ აეროპორტში, სანამ ფრენების განახლების შესახებ ინფორმაციას არ გამოაქვეყნებენ.
გასული ღამის განმავლობაში, ჟენევაში 30 მმ-მდე ნალექი მოვიდა, რამაც ქალაქში ტრანსპორტის მიმოსვლა შეაფერხა.