ჟენევის საერთაშორისო აეროპორტი უამინდობის გამო დროებით დაიხურა
ჟენევის საერთაშორისო აეროპორტი უამინდობის გამო დროებით დაიხურა

ჟენევის საერთაშორისო აეროპორტი უამინდობის გამო დროებით დაიხურა.

ადმინისტრაცია მგზავრებს მოუწოდებს, არ გამოცხადდნენ აეროპორტში, სანამ ფრენების განახლების შესახებ ინფორმაციას არ გამოაქვეყნებენ.

გასული ღამის განმავლობაში, ჟენევაში 30 მმ-მდე ნალექი მოვიდა, რამაც ქალაქში ტრანსპორტის მიმოსვლა შეაფერხა.