ჟენევაში, ჯო ბაიდენისა და ვლადიმერ პუტინის მონაწილეობით შეხვედრა დასრულდა
ჟენევაში, აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტების მონაწილეობით დელეგაციების გაფართოებული შეხვედრა დაგეგმილზე თითქმის ერთი საათით ადრე დასრულდა.
ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
გაფართოებულ მოლაპარაკების რაუნდთან ერთად, დასრულდა სამიტიც.
მოლაპარაკებები საერთო ჯამში, სამ საათ-ნახევრის განმავლობაში გაგრძელდა.
ცოტა ხანში, პრეზიდენტები პრესკონფერენციებს ერთმანეთისგან დამოუკიდებლად გამართავენ.
ბაიდენმა ლა-გრანჟის ვილა უკვე დატოვა.