ჟენევაში, ჯო ბაიდენისა და ვლადიმერ პუტინის მონაწილეობით შეხვედრა დასრულდა
ჟენევაში, ჯო ბაიდენისა და ვლადიმერ პუტინის მონაწილეობით შეხვედრა დასრულდა

ჟენევაში, აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტების მონაწილეობით დელეგაციების გაფართოებული შეხვედრა დაგეგმილზე თითქმის ერთი საათით ადრე დასრულდა.

ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

გაფართოებულ მოლაპარაკების რაუნდთან ერთად, დასრულდა სამიტიც.

მოლაპარაკებები საერთო ჯამში, სამ საათ-ნახევრის განმავლობაში გაგრძელდა.

ცოტა ხანში, პრეზიდენტები პრესკონფერენციებს ერთმანეთისგან დამოუკიდებლად გამართავენ.

ბაიდენმა ლა-გრანჟის ვილა უკვე დატოვა.