ჟენევაში, გაერო-ს შენობის წინ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს
„თავისუფლება ვაჟა ექიმს“, – ამ სლოგანითა და ტრანსფარანტებით ჟენევაში მცხოვრები ქართველები გაერო-ს შენობის წინ შეიკრიბნენ.
აქციის მონაწილეები ექიმის გათავისუფლებას მოითხოვენ.
ჟენევაში დღეს მოლაპარაკებების 50-ე რაუნდი უნდა გაიმართოს. ამ რაუნდის მთავარი თემა სწორედ ვაჟა გაფრინდაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლება იქნება.