ჟენევაში, გაერო-ს შენობის წინ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს
ჟენევაში, გაერო-ს შენობის წინ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს

„თავისუფლება ვაჟა ექიმს“, – ამ სლოგანითა და ტრანსფარანტებით ​ჟენევაში მცხოვრები ქართველები გაერო-ს შენობის წინ შეიკრიბნენ.

აქციის მონაწილეები ექიმის გათავისუფლებას მოითხოვენ.

ჟენევაში დღეს მოლაპარაკებების 50-ე რაუნდი უნდა გაიმართოს. ამ რაუნდის მთავარი თემა სწორედ ვაჟა გაფრინდაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლება იქნება.