ჟან-კლოდ იუნკერმა ვლადიმერ პუტინს პრეზიდენტად არჩევა მიულოცა
ჟან-კლოდ იუნკერმა ვლადიმერ პუტინს პრეზიდენტად არჩევა მიულოცა

ევროკომისიის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინს პრეზიდენტად არჩევა მიულოცა. როგორც ჟან-კლოდ იუნკერის მიერ გავრცელებულ განაცხადებაშია ნათქვამი, ევროკავშირისა და რუსეთის პოზიტიური ურთიერთობა გადამწყვეტია კონტინენტის უსაფრთხოებისთვის.

„ჩვენი ამოცანა უნდა იყოს თანამშრომლობაზე დაფუძნებული და საერთო ევროპული წესრიგის აღდგენა. იმედი მაქვს, რომ თქვენ მეოთხე ვადას სწორედ ამ მიზნის მისაღწევად გამოიყენებთ. მე ყოველთვის ვიქნები პარტნიორი ამ მისწრაფებაში. გისურვებთ წარმატებას დაკისრებული მოვალეობის შესრულებაში“, – წერს ჟან კლოდ იუნკერი.

რუსეთის პრეზიდენტად მეოთხე ვადით ვლადიმერ პუტინი აირჩიეს. პუტინმა ამომრჩეველთა ხმების 76,6 პროცენტი მიიღო. 2012 წელთან შედარებით, მას 13 პროცენტით მეტმა მოქალაქემ დაუჭირა მხარი.