ჟან-კლოდ იუნკერმა ევროკავშირისა და ბრიტანეთის ურთიერთობები ორ შეყვარებულ ზღარბს შეადარა
ჟან-კლოდ იუნკერმა ევროკავშირისა და ბრიტანეთის ურთიერთობები ორ შეყვარებულ ზღარბს შეადარა

ევროკავშირი და ბრიტანეთი ერთმანეთს უნდა ეპყრობოდნენ როგორც ორი შეყვარებული ზღარბი, რომელებსაც არ სურთ, ავნონ ერთმანეთს. როგორც სააგენტო Reuters-ი წერს, ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ჟან-კლოდ იუნკერმა ავსტრიულ პრესასთან საუბრისას განაცხადა.

„ჩვენ ფრთხილად უნდა ვიყოთ, როგორც ორი შეყვარებული ზღარბი. როდესაც ორი ზღარბი ეხუტება ერთმანეთს, უნდა იყვნენ ფრთხილად, რომ ერთამენთი არ დაკაწრონ“, – განაცხადა იუკერმაბრქსითისსაკითხე მოლაპარაკებების შესახებ დასმულ კითხვაზე პასუხად.

ევროკავშირის ლიდერებმა „ბრქსითზე“ ავსტრიაში გამართულ ორდღიან სამიტზე იმსჯელეს, თუმცა შეხვედრაზე ევროკავშირსა და ბრიტანეთს შორის ვაჭრობისა და ირლანდიის საზღვრის რეგულირების საკითხებზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.