ჟან-კლოდ იუნკერი - ყველა შესაძლო შემთხვევაში, ხაზი უნდა გავუსვათ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვის აუცილებლობას
საჭირო იქნება, ყველა შესაძლო შემთხვევაში, ხაზი გავუსვათ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვის აუცილებლობას, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან-კლოდ იუნკერმა სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„მე და ქალბატონმა პრეზიდენტმა განვიხილეთ რამდენიმე თემა, რომელიც ქვეყნის შიდა საკითხებს ეხება, კერძოდ, სასამართლო სფეროში მიმდინარე რეფორმები. სიამოვნებით აღვნიშნავთ, რომ სახეზეა რეალური პროგრესი.
ქალბატონ პრეზიდენტს დავუსვი კითხვები ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით. მიგვაჩნია, რომ საჭირო იქნება, ყველა შესაძლო შემთხვევაში, ხაზი გავუსვათ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვის აუცილებლობას“, – განაცხადა იუნკერმა.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროკომისიის პრეზიდენტ ჟან-კლოდ იუნკერს შეხვდა. შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტის ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.
საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი ბრიუსელში 23 იანვრამდე გაგრძელდება.