სალომე ზურაბიშვილი ევროკომისიის პრეზიდენტ ჟან-კლოდ იუნკერს შეხვდა [ფოტო]
სალომე ზურაბიშვილი ევროკომისიის პრეზიდენტ ჟან-კლოდ იუნკერს შეხვდა [ფოტო]

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი  ევროკომისიის პრეზიდენტ ჟან-კლოდ იუნკერს შეხვდა.

შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტის ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.

მანამდე, სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარ იოჰანეს ჰანს შეხვდა, სადაც საქართველოს ევროპული მისწრაფებები განიხილეს. პრეზიდენტმა იოჰანეს ჰანს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

ამასთან, სალომე ზურაბიშვილმა შეხვედრა გამართა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკთან.

ასევე, სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტის პრეზიდენტ ანტონიო ტაიანის შეხვდება. გარდა ამისა, დაგეგმილია შეხვედრა ევროპის კავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ფედერიკა მოგერინთან და მიგრაციის, საშინაო საქმეთა და მოქალაქეობის საკითხებში ევროკომისარ დიმიტრის ავრამოპულოსთან.

საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი ბრიუსელში 23 იანვრამდე გაგრძელდება.