ჟან-კლოდ იუნკერი თურქეთს მოუწოდებს, შეწყვიტოს სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთით დაწყებული სამხედრო ოპერაცია
ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან-კლოდ იუნკერი თურქეთს მოუწოდებს, შეწყვიტოს სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთით დაწყებული სამხედრო ოპერაცია.
ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს ისაუბრა.
„მოვუწოდებ თურქეთს, ასევე სხვა მონაწილეებს, იმოქმედონ თავშეკავებულად და შეწყვიტოს ოპერაცია. შეჭრა იქ მცხოვრები მოსახლეობის მდგომარეობას დაამძიმებს, მათი მდგომარეობის აღწერა კი, უკვე სიტყვებით შეუძლებელია“, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ჟან კლოდ იუნკერმა.
იუნკერმა ასევე აღნიშნა, რომ თუ თურქეთს განზრახული აქვს ე.წ უსაფრთხოების ზონის შექმნა, ევროკავშირი ამას არ დააფინანსებს.
„როიტერის“ ინფორმაციით, თურქეთმა სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთით სამხედრო ოპერაცია დაიწყო.