ჟან-კლოდ იუნკერი - თუ თურქეთს ევროკავშირთან დაახლოება სურს, ჩვენ მზად ვართ
ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან-კლოდ იუნკერი ფიქრობს, რომ თურქეთის ხელისუფლება ბოლო წლებში გადადგმული ნაბიჯებითა და პოლიტიკით ევროკავშირს ჩამოშორდა.
„თუ თურქეთის მთავრობა ევროკავშირთან ხელახლა დაახლოებას მოისურვებს, ჩვენ დახმარებისთვის ყოველთვის მზად ვართ“, – განაცხადა იუნკერმა ბულგარეთის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ექსკლუზიურ ინტერვიუში.
ევროკომისიის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ თურქეთის გაწევრიანება ევროკავშირში ამ ეტაპზე არ განიხილება.
მანამდე მსგავსი შინაარსის განცხადება გააკეთა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა.