ჟან-კლოდ იუნკერი – თუ თურქეთს ევროკავშირთან დაახლოება სურს, ჩვენ მზად ვართ

15:02, 06.01.2018

ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან-კლოდ იუნკერი ფიქრობს, რომ თურქეთის ხელისუფლება ბოლო წლებში გადადგმული ნაბიჯებითა და პოლიტიკით ევროკავშირს ჩამოშორდა.

„თუ თურქეთის მთავრობა ევროკავშირთან ხელახლა დაახლოებას მოისურვებს, ჩვენ დახმარებისთვის ყოველთვის მზად ვართ“, – განაცხადა იუნკერმა ბულგარეთის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ექსკლუზიურ ინტერვიუში.

ევროკომისიის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ თურქეთის გაწევრიანება ევროკავშირში ამ ეტაპზე არ განიხილება.

მანამდე მსგავსი შინაარსის განცხადება გააკეთა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა.

 

მსგავსი