ჟან-კლოდ იუნკერი - საქართველო 100 პროცენტით ევროპული სახელმწიფო გახდა
საქართველო 100 პროცენტით ევროპული სახელმწიფო გახდა, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ჟან-კლოდ იუნკერმა, ბრიუსელში „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილი მაღალი დონის კონფერენციაზე გამოსვლისას განაცხადა.
„მინდა, მივმართო და მადლობა ვუთხრა საქართველოს პრემიერ-მინისტრს იმისათვის, რომ საქართველოში ევროპული სკოლა გაიხსნა. საქართველო 100 პროცენტით ევროპული სახელმწიფო გახდა“, – განაცხდა ჟან-კლოდ იუნკერმა.
ბრიუსელში „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილი მაღალი დონის კონფერენცია მიმდინარეობს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მომავლისადმი მიძღვნილ პანელში მიიღებს მონაწილეობას და დისკუსიის ფორმატში ჩაერთვება.