ბრიუსელში აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილი მაღალი დონის კონფერენცია გაიხსნა

12:05, 14.05.2019

ბრიუსელში აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილი მაღალი დონის კონფერენცია გაიხსნა.  კონფერენცია, რომელზეც ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორების სამომავლო ურთიერთობაზე უნდა იმსჯელონ, ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან-კლოდ იუნკერმა გახსნა.

როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი ბრიუსელიდან იუწყება, ღონისძიებაში აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსივე წევრი სახელმწიფოს ლიდერები მონაწილეობენ. სამუშაო დღე ორ პანელად წარიმართება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავლისადმი მიძღვნილ პანელში მიიღებს მონაწილეობას და დისკუსიის ფორმატში ჩაერთვება.

მსგავსი