ბრიუსელში აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილი მაღალი დონის კონფერენცია გაიხსნა
ბრიუსელში აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილი მაღალი დონის კონფერენცია გაიხსნა. კონფერენცია, რომელზეც ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორების სამომავლო ურთიერთობაზე უნდა იმსჯელონ, ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან-კლოდ იუნკერმა გახსნა.
როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი ბრიუსელიდან იუწყება, ღონისძიებაში აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსივე წევრი სახელმწიფოს ლიდერები მონაწილეობენ. სამუშაო დღე ორ პანელად წარიმართება.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავლისადმი მიძღვნილ პანელში მიიღებს მონაწილეობას და დისკუსიის ფორმატში ჩაერთვება.