ჟან-კლოდ იუნკერი - მოვუწოდებ დიდ ბრიტანეთს, ნათლად განმარტოს თავის გეგმები, დრო თითქმის ამოიწურა
ევროკომისიის პრეზიდენტი გაერთიანებული სამეფოს პარლამენტში გამართული კენჭისყრის შედეგებს გამოეხმაურა. ჟან-კლოდ იუნკერის თქმით, ეს შედეგები ცხადჰყოფს, რომ გაერთიანებული სამეფოს ევროკავშირიდან შეთანხმების გარეშე გასვლის რისკი საგრძნობლად გაზრდილია.
„ჩვენ არ გვინდა, რომ მოვლენები ამ სცენარით განვითარდეს, თუმცა ევროკომისია ყველა შესაძლო ვარიანტისთვის მზადებას განაგრძობს. მოვუწოდებ დიდ ბრიტანეთს, ნათლად განმარტოს მისი შემდგომი გეგმები და ეს რაც შეიძლება მალე გააკეთოს, დრო თითქმის ამოიწურა” – განაცხადა ჟან-კლოდ იუნკერმა.
ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, ტერეზა მეის მიერ ბრიუსელთან შეთანხმებული გეგმა არის სამართლიან კომპრომისზე დაფუძნებული, ერთადერთი საუკეთესო შეთანხმება, რომელიც მოქალაქეებსა და ბიზნესს ნაკლებ ზიანს მიაყენებს.
დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა ბრექსიტის შეთანხმებას მხარი არ დაუჭირა.