ჟან-კლოდ იუნკერი - ევროკავშირი სამი ზღვის ქვეყნების ყველა პროექტსა და ინიციატივას დააფინანსებს
ევროკავშირი სამი ზღვის ქვეყნების ყველა პროექტს, ინიციატივასა და იდეას დააფინანსებს – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ჟან-კლოდ იუნკერმა განაცხადა.
სამი ზღვის სამიტი, რომელიც შავი, ადრიატიკის და ბალტიის ზღვების ქვეყნების თანამშრომლობას ითვალისწინებს, რუმინეთში მიმდინარეობს.
ჟან-კლოდ იუნკერის თქმით, ევროკავშირი მზად არის, დააფინანსოს ინფრასტრუქტურული, ენერგეტიკული, ბუნებრივი აირის და სხვა საინვესტიციო პროექტები.
„ადრიატიკისა და შავ ზღვებს შორის ზონა ევროკავშირმა 150 მილიარდი ევროთი დააფინანსა. ამისგან სარგებელი უნდა მივიღოთ. კიდევ 2.5 მილიარდი ევრო გამოიყო მხოლოდ ინფრასტრუქტურისთვის“ – თქვა იუნკერმა.
სამიტის ფარგლებში სამი ზღვის ქვეყნების პირველი საქმიანი ფორუმი ტარდება, რომელშიც რეგიონის 12 სახელმწიფოს, აშშ-სა და სხვა ქვეყნების 600-ზე მეტი მეწარმე მონაწილეობს.