ჟან კლოდ არნო, რომლის გამოც წელს ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია არ გასცეს, პატიმრობაში რჩება
ჟან კლოდ არნო, რომლის გამოც წელს ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია არ გასცეს, პატიმრობაში რჩება

ფოტოგრაფი ჟან კლოდ არნო, რომლის გამოც წელს ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია არ გასცეს, სასმართლომ პატიმრობაში დატოვა. მას გაუპატიურებაში სდებენ ბრალს. საქმე ეხება 2017 წელს შვედეთის აკადემიაში აგორებულ სკანდალს, რა დროსაც ცნობილი რეჟისორი სექსუალურ შევიწროებაში 18 ქალმა დაადანაშაულა. მათ შორის იყვნენ აკადემიის წევრები, აკადემიკოსები ცოლები და მათი შვილებიც. ხმაურიანი სკანდალის გამო 72 წლის ჟან-კლოდ არნოს მეუღლემ, ცნობილმა პოეტმა და პროზაიკოსმა კატარინა ფროსტენსონმა აკადემიის წევრობაზე უარი თქვა. ანალოგიურად მოიქცა აკადემიის კიდევ რამდენიმე წევრი. ამის გამო 2018 წელს შვედეთის აკადემიამ ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატის დასახელებაზე უარი თქვა.

სასამართლო ერთ საქმეს განიხილავს. არნოს სავარაუდო მსხვერპლი აცხადებს, რომ ფოტოგრაფმა ის ორჯერ გააუპატიურა. თავად არნო ბრალდებას უარყოფს. სასამართლო განაჩენს 1 ოქტომბერს გამოაცხადებს.
გამოძიების ფარგლებში ასევე გაირკვა, რომ ჟან-კლოდ არნო, საკუთარ კულტურის ცენტრს, მეუღლის დახმარებით, ნობელის ფონდიდან აფინანსებდა.