ჟაირ ბოლსონარო აცხადებს, რომ საკუთარი მომავლისთვის სამ ალტერნატივას ხედავს, ციხეს, სიკვდილს ან მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას
ჟაირ ბოლსონარო აცხადებს, რომ საკუთარი მომავლისთვის სამ ალტერნატივას ხედავს, ციხეს, სიკვდილს ან მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას

ბრაზილიის პრეზიდენტი, ჟაირ ბოლსონარო აცხადებს, რომ საკუთარი მომავლისთვის სამ ალტერნატივას ხედავს: ციხეს, სიკვდილს ან მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას.

ყოფილმა სამხედრო ოფიცერმა ასევე აღნიშნა, რომ ციხეში მოხვედრის შანსი არ არსებობს, რადგან „დედამიწაზე არ არსებობს კაცი, რომელიც დაემუქრება“.

ბრაზილიის პრეზიდენტმა ევანგელისტ ლიდერებს მოუწოდა, შეუერთდნენ 7 სექტემბერს დაგეგმილ დემონსტრაციას მის მხარდასაჭერად.

გამოკითხვები აჩვენებს, რომ მემარჯვენე პოპულისტი ლიდერი მემარცხენე ყოფილ პრეზიდენტს, ლუის ინასიო ლულა და სილვას ჩამორჩება.

ჟაირ ბოლსონარო ეჭვქვეშ აყენებს ბრაზილიის ხმის მიცემის ელექტრონულ სისტემას და იმუქრება, რომ არ მიიღებს მომავალი წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგს.