„დინამოს“ აკადემიის გუნდი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულია - თბილისელებმა ფინალი დამატებულ დროში შემოატრიალეს #1TVSPORT
„დინამო თბილისის“ აკადემიის გუნდი საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირის გამარჯვებულია, რომელიც 15 წლამდე გუნდებს შორის ჩატარდა. „დინამოს თასის“ გათამაშებაში მასპინძელი „დინამოს“ გარდა, მონაწილეობდნენ ლიეტუვას „ატეიტისი“, ლატვიური „რიგა“ და აზერბაიჯანული „გაბალა“.
პირველ შეხვედრაში თბილისელები ვილნიუსელებს დაუპირისპირდნენ და 2:0 დაამარცხეს. გოლები ლიეტუველთა კარში ვახო სალიამ და ლუკა შაშიაშვილმა გაიტანეს. მეორე ტურში ვასილ გეგუჩაძის გუნდმა „რიგა“ 2:1 დაამარცხა. ანგარიში ალექსანდრე თურქიამ გახსნა, დანიილს პუტრანსმა წონასწორობა აღადგინა, მაგრამ თბილისელებს გამარჯვება თემურ ოდიკაძემ მოუტანა.
„დინამოსა“ და „გაბალას“ მატჩის პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, მაგრამ საბოლოოდ თბილისელებმა მეტოქე ლუკა ბუბუტეიშვილის და ლუკა შაშიაშვილის (2) გოლებით მაინც დიდი ანგარიშით დაამარცხეს 3:0 და ფინალში თამაშის უფლება მოიპოვეს.
„დინამო“ მთავარი ჯილდოსთვის „რიგას“ მეორედ შეხვდა და დიდი სათამაშო უპირატესობის მიუხედავად, ლატვიელები ბოლო წუთისთვის დანიილს პუტრანსის დუბლით 2:0 იგებდნენ. მასპინძლებმა მსაჯის მიერ კომპენსირებულ 5 წუთში კი ლუკა ბუბუტეიშვილის და ვახო სალიას გოლებით თამაშის გადარჩენა მოახერხეს.
მატჩისშემდგომ პენალტების სერიაში კი „დინამოს“ მეკარე მათე საურმა 5 დარტყმიდან სამი მოიგერია, დინამოელებმა 3:2 იმარჯვეს და მთავარ პრიზს დაეუფლნენ. მესამე ადგილზე ვილნიუსის „ატეიტისი“ გავიდა, რომელმაც „გაბალა“ 3:2 დაამარცხა.
ტურნირის ორგანიზატორებმა „დინამოს თასი 2021“-ის გამორჩეული ფეხბურთელები დააჯილდოვეს:
საუკეთესო მეკარე – მათე საური (დინამო)
საუკეთესო მცველი – მანტას იაკიმავიჩუსი (ატეიტისი)
საუკეთესო ნახევარმცველი – გადირ რამაზანოვი (გაბალა)
საუკეთესო თავდამსხმელი – არამ ბაღდასარიანი
საუკეთესო ფეხბურთელი – ლექსო ფეიქრიშვილი (დინამო)