მთავარი პრიზებით აზერბაიჯანიდან - „დინამოს“ აკადემია ბულგარეთშიც ითამაშებს
მთავარი პრიზებით აზერბაიჯანიდან - „დინამოს“ აკადემია ბულგარეთშიც ითამაშებს

საფეხბურთო კლუბ თბილისის „დინამოს“ აკადემიის 11 და 12 წლამდე გუნდებმა გაბალას საერთაშორისო ტურნირზე გამოსვლა წარმატებით დაასრულეს.

„უნითი ქაფ“ (Unity Cup) ტურნირზე ორივემ მთავარი პრიზი მოიპოვა. ამას გარდა, დინამოელებმა ინდივიდუალური ჯილდოებიც მიიღეს. 11 წლამდელებში საუკეთესო მეკარის ტიტული გიორგი ბაშარული გახდა, ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი და თავდამსხმელი – ანდრია ბართიშვილი, საუკეთესო მოთამაშე – ლუკა ციკოლია, ხოლო 12 წლამდელებში საუკეთესო ბომბარდირობა ანდრია აბაშიძემ არავის დაუთმო.

თბილისელთა 14 წლამდელთა გუნდი კი ბულგარეთის ქალაქ რაზგრადში გაემგზავრა, სადაც 11-დან 14 ივნისის ჩათვლით საერთაშორისო ტურნირი „ვივაქომ ქაფ“ (VIVACOM CUP) გაიმართება. „დინამოს“ აკადემიის 14 წლამდელთა გუნდისა და მასპინძელი „ლუდოგორეცის“ გარდა, ასევე მონაწილეობენ „ჩერნომორეცი“ (უკრაინა), „ვოივოდინა“ (სერბეთი), „უნივერსიტატეა“(რუმინეთი) და „რაბოტნიჩკი“ (მაკედონია). გუნდები ორ ჯგუფად გადანაწილდებიან, პირველადგილოსნები კი „ვივაქომ ქაფის“მფლობელის ვინაობას ფინალში გაარკვევენ.