ბათუმის საერთშორისო ტურნირის გამარჯვებული „დინამო თბილისია“ #1TVSPORT
ბათუმის საერთშორისო ტურნირის გამარჯვებული „დინამო თბილისია“ #1TVSPORT

„დინამო თბილისის“ აკადემიის გუნდი ბავშვთა საფეხბურთო საერთაშორისო ტურნირის, ბათუმის თასი 2021-ის გამარჯვებული გახდა.

ბავშვთა საერთაშორისო ტურნირი ბათუმში ოთხი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. თამაშებს ჯონი ბაკურიძის სახელობის ანგისას საფეხბურთო ბაზა მასპინძლობდა. გათამაშებაში 10 გუნდი მონაწილეობდა. ადგილობრივი გუნდების გარდა, მთავარი პრიზისთვის უცხოეთიდან ჩამოსული აკადემიებიც იბრძოდნენ – ხუთი ქართული საფეხბურთო აკადემიის გარდა, ბათუმს ხუთი უცხოური კლუბიც ესტუმრა.

ბავშვთა საერთაშორისო ტურნირის „ბათუმის თასი 2021“-ის ფინალში „დინამო თბილისმა“ ლიეტუვასჟალგირისი“ 5:1 დაამარცხა და გამარჯვებული გახდა. მესამე ადგილზე „გლდანი“ გავიდა, რომელმაც თურქულ „რიზესპორს” 6:0 მოუგო.

„დასრულდა კიდევ ერთი შესანიშნავი ბავშვთა საერთაშორისო ტურნირი „ბათუმის თასი-2021“ – 10 გუნდი და 200-ზე მეტი მოზარდი ოთხი დღის განმავლობაში მთავარი პრიზისთვის იბრძოდა. ბედნიერი ვარ, რომ კიდევ ერთხელ მომეცა საშუალება ჩემი ქალაქისთვის, ქვეყნისთვის და ბავშვებისთვის საფეხბურთო ზეიმი დამეორგანიზებინა. ეს იყო ზღვა ემოცია, ახალი მეგობრები და სამომავლო გეგმებისკენ გადადგმული ნაბიჯი, მადლობა ყველას ვინც გვერდში მედგა ორგანიზებაში, მადლობა ყველა გუნდს ნდობისთვის. მადლობა აჭარის სპორტის დეპარტამენტს, აჭარის ფეხბურთის ფედერაციას და ბათუმის „დინამოს“. დიდი იმედი მაქვს, რომ 2022 წელს კიდევ უფრო უკეთეს ტურნირს ჩავატარებთ“, – ასეთი პოსტით გამოეხმაურა ტურნირის დასრულებას მისი ერთ-ერთი ორგანიზატორი ჯაბა ჭანტურია.