„დინამო“ ურარტუს თასის მფლობელია - თბილისელებმა ფინალში სომხეთის ნაკრები 4:0 დაამარცხეს #1TVSPORT
„დინამო“ ურარტუს თასის მფლობელია - თბილისელებმა ფინალში სომხეთის ნაკრები 4:0 დაამარცხეს #1TVSPORT

„დინამო თბილისის“ საფეხბურთო აკადემიის გუნდი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული გახდა – ერევანში დასრულებული „ურარტუს“ თასის ფინალში თბილისელებმა დამაჯერებლად გაიმარჯვეს.

ტურნირი 15-წლამდელ ფეხბურთელთა შორის ტარდებოდა. ფინალში „დინამო თბილისი“ სომხეთის 15-წლამდელთა ნაკრებს დაუპირისპირდა. „დინამომ“ გადამწყვეტ შეხვედრაში მასპინძლებს დიდი უპირატესობით აჯობა და ოთხი უპასუხო გოლი გაუტანა – 4:0. ვახო სალიამ დუბლი შეასრულა, 1-1 გოლი კი ნიკა ჩიქოვანის და ნიკა ელისაშვილის ანგარიშზეა. აღსანიშნავია, რომ ვასილ გეგუჩაძის შეგირდებმა სომხეთის15 წლამდე ნაკრები ჯგუფურ ეტაპზეც დაამარცხეს – გოლი ნიკა ჩიქოვანმა გაიტანა – 1:0.

ფინალში გავიდა „დინამოს“ 14-წლამდელთა გუნდი, რომელიც ასევე შესაბამისი ასაკის სომხეთის ნაკრებს შეხვდა – ეს მატჩი უფრო დაძაბულად წარიმართა. მთელი მატჩის განმავლობაში სათამაშო უპირატესობას თბილისელები ფლობდნენ, თუმცა რამდენიმე რეალური საგოლე მომენტი ვერ გამოიყენეს, მასპინძლებმა კი შეხვედრის ბოლოსკენ სწრაფი კონტრშეტევა შედგიანად დაასრულეს და ფინალი მინიმალური ანგარიშით მოიგეს – 0:1.

აღსანიშნავია, რომ „დინამოელებმა“ და ტრიბუნაზე მყოფმა თბილისური გუნდის წარმომადგენლებმა მოედანზე საქართველოს დროშასთან ერთად უკრაინის დროშები გამოფინეს.

U15 სომხეთის ნაკრები 0:4 დინამო თბილისი

დინამო: აშოტია, გვასალია, გლუნჩაძე, ხარებაშვილი, ხუციშვილი, წულაია, გულიაშვილი, ელისაშვილი, სალია, ნათენაძე, ჩიქოვანი

U14 სომხეთის ნაკრები 1:0 დინამო თბილისი

დინამო: გონგაძე, ქარდავა, დიაკონიძე, შათირიშვილი, ბენდელიანი, ციკოლია, სილაკაძე, ადუაშვილი, გიორგაძე, კაკაშვილი, წიქარიშვილი