საფეხბურთო კლუბი „დინამო თბილისი“ სეზონისთვის თურქეთში ემზადება. კლუბის პრესსამსახურის ცნობით, მთავარმა მწვრთნელმა კახი კაჭარავამ ერთი ლეგიონერი მიიწვია, ორი კი გაუშვა.
გუნდს სინჯებზე უკრაინელი თავდამსხმელი მაქსიმ მარუსიჩი შეუერთდა, რომელიც პოლტავას “ვორსკლას” გაზრდილია. ასევე უთამაშია „გორნიაკ-სპორტში“, ლვოვის „კარპატში“, ჩერნიგოვის „დესნაში”, 2017 წელს კი ლიტვურ „იონავაში“ გამოდიოდა, სადაც 8 გოლით გუნდის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. მარუსიჩი იყო უკრაინის 16 და 21 წლამდელთა ნაკრებების წევრი.
ამავე დროს, „დინამოს“ რიგები ორმა უცხოელმა დატოვა – შეკრებაზე კაჭარავა სერგეი პეტკოსა და იაროსლავ ბოგუნოვს დააკვირდა, მაგრამ ისინი გუნდიდან გაუშვა.