„დინამო თბილისისა“ და როტერდამის „ფეიენოორდის“ დღევანდელ მატჩს საქართველოს პირველი არხი პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ
„დინამო თბილისმა“ და საქართველოს პირველმა არხმა ჰოლანდიურ მხარესთან მოლაპარაკება დაასრულეს.
მიღწეულია შეთანხმება, რომლის თანახმადაც, დღეს, 8 აგვისტოს, 21.30 საათზე საქართველოს პირველი არხი აჩვენებს რეპორტაჟს როტერდამიდან, სადაც ერთმანეთს ხვდებიან „ფეიენოორდი“ და „დინამო თბილისი“.
„ფეიენოორდი“ და „დინამო თბილისი“ ერთმანეთს ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში დაუპირისპირდებიან.