„დინამო თბილისი” ფეხბურთის ფედერაციას მიმართავს - მსაჯის საეჭვო გადაწყვეტილებებმა შედეგზე გავლენა იქონია

ეროვნული საფეხბურთო ლიგის პირველ ტურში ”დინამო თბილისმა” ლიგაში დაწინაურებული ”რუსთავი” ”დინამო არენაზე” მიიღო და 1:2 დამარცხდა.

დღეს, თბილისური კლუბის პრესსამსახურმა გამოაქვეყნა პოსტი, სადაც არის ვიდეო და შემდეგი მინაწერი: ”გუშინდელ შეხვედრაში მსაჯის მიერ მიღებულმა საეჭვო გადაწყვეტილებებმა მატჩის შედეგზე გავლენა იქონია. პირველ შემთხვევაში, თერთმეტმეტრიანის დროს, ბოლო იმედის ჯარიმისთვის არ გააძევეს მეტოქის ფეხბურთელი, ხოლო მეორე შემთხვევაში – პენალტი საეჭვოდ დანიშნეს”.

ამის შემდეგ ”დინამო თბილისმა” გამოაქვეყნა წერილი, რომლითაც კლუბმა ფეხბურთის ფედერაციას მიმართა და ითხოვა, რომ მთავარი არბიტრის მიერ მიღებული, მათი აზრით, საეჭვო გადაწყვეტილებები განიხილონ და შესაბამისი ზომები მიიღონ – კლუბში მიიჩნევენ, რომ ამ შეცდომებმა შეხვედრის შედეგზე გავლენა მოახდინა.