„დინამო არენაზე“ სათვალთვალო მოწყობილობა სავარაუდოდ ერთ-ერთი ავტომობილიდან ამოიღეს
„დინამო არენას“ ტერიტორიაზე ამ დროისთვის ექსპერტ-კრიმინალისტები მივიდნენ. ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება.
არსებული ინფორმაციით, სათვალთვალო მოწყობილობა, რომელიც სამართალდამცველებმა ამოიღეს, სტადიონის ავტოსადგომზე მდგარ ერთ-ერთ ავტომობილში იყო დამონტაჟებული.
როგორც პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები შესაბამის საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ. უწყებაში დამატებით კომენტარს არ აკეთებენ.
შეგახსენებთ, „დინამო არენას“ ტერიტორიაზე სამართალდამცველები ცოტა ხნის წინ გამოჩნდნენ. ადგილიდან სავარაუდოდ უკანონო სათვალთვალო მოწყობილობა ამოიღეს.