„დინამო არენაზე“ სათვალთვალო მოწყობილობა სავარაუდოდ ერთ-ერთი ავტომობილიდან ამოიღეს
„დინამო არენაზე“ სათვალთვალო მოწყობილობა სავარაუდოდ ერთ-ერთი ავტომობილიდან ამოიღეს

„დინამო არენას“ ტერიტორიაზე ამ დროისთვის ექსპერტ-კრიმინალისტები მივიდნენ. ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება.

არსებული ინფორმაციით, სათვალთვალო მოწყობილობა, რომელიც სამართალდამცველებმა ამოიღეს, სტადიონის ავტოსადგომზე მდგარ ერთ-ერთ ავტომობილში იყო დამონტაჟებული.

როგორც პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები შესაბამის საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ. უწყებაში დამატებით კომენტარს არ აკეთებენ.

შეგახსენებთ, „დინამო არენას“ ტერიტორიაზე სამართალდამცველები ცოტა ხნის წინ გამოჩნდნენ.  ადგილიდან სავარაუდოდ უკანონო სათვალთვალო მოწყობილობა ამოიღეს.