დიმიტრი სამხარაძე - რა დრო დამიდგა, 100%-ით ვეთანხმები ნოდარ ლადარიას, მტრობას, ღალატს, უსამშობლობას და მავნებლობას რომ თავი დავანებოთ, ასეთი სუსტი და უვარგისი ოპოზიცია საქართველოს ჯერ არ ჰყოლია
რა დრო დამიდგა, 100%-ით ვეთანხმები მტრობას, ღალატს, უსამშობლობას და მავნებლობას რომ თავი დავანებოთ, ასეთი სუსტი და უვარგისი ოპოზიცია საქართველოს ჯერ არ ჰყოლია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრი დიმიტრი სამხარაძე სოციალურ ქსელში წერს.
დიმიტრი სამხარაძე პროფესორ ნოდარ ლადარიას განცხადებას ეხმაურება.
„მიშას მმართველობის დროსაც კი, როცა წინა საუკუნის ოცდაჩვიდმეტიანი წლების ამაზრზენი მეთოდებით ებრძოდნენ და სამი მთლიანი დაფარვის კი არა, ერთი მსგავსი ტელევიზიაც კი არ ქონდა მაშინდელ ოპოზიციას, რაც დღეს აქვთ. სააგენტოებზე და სხვა მედიარესურსებზე, ფულზე, გარეძალების მხარდაჭერაზე აღარაფერს ვამბობ (ნომრიანი აგენტები რომ იყვნენ, ეს აქამდეც ხო ვიცოდით, ზოგი ორმაგიც).
და ამ ფონზე რომ მაინც ასეთი გაბანძებული იქნები, უნდა დაიხურო ქუდი და გვერდზე გაიწიო. ცოტა შენზე უკეთესი მაინც გამოჩნდება ვინმე, ნიჭიერი ხალხის ქვეყანა ვართ. თქვენ სად შეიყარეთ ასე ყველა ერთნაირი“, – წერს დიმიტრი სამხარაძე სოციალურ ქსელში.